ჩემპიონატი ფავორიტთა მატჩით დაიწყო

ჩემპიონატი ფავორიტთა მატჩით დაიწყო

ჩემპიონატი 3 დეკემბერს დაიწყო. რუსთავში მასპინძლებმა თბილისის „თბილისს“ მოუგეს, ხოლო შაბათს „დინამოს“ ბაზაზე 2 მატჩი გაიმართა. პირველსავე ტურში ერთმანეთს ჩემპიონატის 2 გამოკვეთილი გუნდი – „სოხუმი“ და „ქუთაისი“ შეეჯახა.
 ქუთაისელთა ბირთვს ის ბიჭები წარმოადგენენ, რომლებიც გასულ სეზონში 16–წლამდელებში თამაშობდნენ და ამ ასაკის ჩემპიონატი მოიგეს. სოხუმელებსაც სულ რჩეული მოთამაშეები ჰყავთ, რომლებიც გასულ სეზონში სხვადასხვა გუნდებში იყვნენ გაბნეულები და ახლა თავი „სოხუმმა“ მოუყარა. ამ გუნდს, ისევე როგორც სუპერლიგაში მოასპარეზე „სოხუმს“, ერთი მეპატრონე ჰყავს და სათანადო ყურადღებასაც აქცევს. შესაბამისად, გუნდის ხელმძღვანელობამ ამ ასაკის წამყვანი მოთამაშეების შემატება შეძლო და შედეგიც სახეზეა. სოხუმელებმა „ქუთაისს“ 100:76 მოუგეს. შეხვედრა ძალიან სწრაფი იყო. მოთამაშეები წამით არ ჩერდებოდნენ და უკანმოუხედავად უტევდნენ. შესაბამისად, ბევრი იყო ტექნიკური წუნიც, მაგრამ ჭაბუკების ასეთი მონდომება, ბრძოლის ჟინი და მოწადინება, მართლაც რომ კარგი სანახავი იყო. კუთაისელები კუდში მისდევდნენ სოხუმელებს დ აბოლო მეოთხედში ჩამორჩენა 10 ქულამდეც ჩამოიყვანეს, მაგრამ ჩინებულად მოთამაშე სოხუმელებთან ვერაფერს გახდნენ და საბოლოოდ დიდი სხვაობით დამარცხდნენ. „დინამოზე“ გამართულ მეორე მატჩში ზურაბ სამხარაძის საკმაოდ ძლიერმა გუნდმა „ზაზამ“ 72:54 დაამარცხა ფოთი. თბილისელთაგან გელა გულმაგარაშვილი (29 ქულა) და ნუგზარ აბულაძე (24 ქულა) გამოირჩნენ. ხოლო ფოთელთაგან ჯახა ჯინჭარაძემ იყოჩაღა 29 ქულით