დაუმარცხებელი “აკადემია” დარჩა

დაუმარცხებელი “აკადემია” დარჩა

ამ ასაკის ჩემპიონატში 9 გუნდი კი თამაშობს, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ გასულ კვირაში 1991–92–იანებმა მხოლოდ 2 მატჩი მოილიეს. მიუხედავად მწირემატჩიანობისა, პარასკევს სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტის დარბაზში მისულმა მაყურებელმა არ ინანა,
რადგან საკმაოდ საინტერესო და დაძაბული შეხვედრები იხილა, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ორი წაუგებელი გუნდის – „აკადემიისა“ და „მართვე 1–ის“ შეხვედრა.მატჩი თავიდანბოლომდე დაძაბული გამოვიდა. ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხან მეორე, სოლიდურ უპირატესობას ვერც ერთი მხარე ვერ აღწევდა. გადამწყვეტი მეოთხედის წინ მართველები 3 ქულას იგებდნენ, მაგრამ აკადემიელებმა ბოლო წუთებზე მეტი სიზუსტე გამოიჩინეს და მერაბ ბოქოლიშვილის სიზუსტის წყალობით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს –68:62.მეორე მატჩში ერთმანეთს 93–წლიანების ნაკრები და „მართვე–2“ შეხვდა. ესეც საკმაოდ საინტერესო თამაში გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეთა შორის სხვაობა 1–2 წელი გახლდათ. მთელი თამაში თანაბარ ბრძოლაში გაილია. კადეტთა ნაკრების წევრები არაფერს უთმობდნენ თავისზე ასაკიან ოპონენტებს – გეგი მესხისა და ბექა ბურჯანაძის დახმარებით გია კაზანჯიანის გუნდი ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა გამარჯვების შანსს, თუმც საბოლოოდ გამოცდილებამ თავისი გაიტანა. მართველებმა გიორგი გლოველისა და ბექა ჭიჭვეიშვილის წინამძღოლობით უკეთ ჩაატარეს თამაშის ბოლო მონაკვეთი და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.