18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში ერთმანეთს თსსუ და აკადემია1 დაუპირისპირდნენ, სადაც აკადემიელებმა მეტოქე 92:39 გაანადგურეს.,,აკადემიამ” ყველა კომპონენტში აჯობა მეტოქეს და იოლი გამარჯვება მიითვალა.
,,მედიკოსებს” ყველაზე მეტი 10 ქულა გიორგი რაზმაძემ შესძინა, ხოლო ,,აკადემიის” შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორი მოთამაშის ანგარიშზეა: ვაკა ბიჭაშვილმა 21 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა, ხოლო ნიკა ცქიტიშვილის ანგარიშზე 13 ქულა და 17 მოხსნაა.
შსს აკადემიამ შინ ,, ქუთაისი” მიიღო, თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და 62:74 მარცხი განიცადა. შეხვედრის საწყისი ათწუთეული ,,იმერელთა” უპირატესობით წარიმართა (20:11), აკადემიელები მხოლოდ მეორე მეოთხედში გააქტიურდნენ და სხვაობა 5 ქულამდე შეამცირეს 24:29, თუმცა შეხვედრის მეორე ტაიმში ,,ქუთაისმა” მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა და წაუგებელი სერია გააგრძელა. შსს აკადემიას 13 ქულა ნუგზარ აბულაძემ შესძინა, ხოლო ქუთაისელებს 19 ქულით ლევან გრძელიძემ ულიდერა. ორმაგი დუბლი მიითვალეს ნოდარ გოგოძემ და თემურ ფხაკაძემ. გოგოძემ 16 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა, ხოლო ფხაკაძის ანგარიშზე 11 ქულა და 12 მოხსნაა.
საინტერესო გამოდგა დღის ბოლო დაპირისპირება, სადაც ,,ჰიუნდაიმ” ,,თბილისის კარდინალები” ,,ოვერტაიმში 89:83 დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო 77:77 დასრულდა, ხოლო დამატებით დროში ,,ჰიუნდაიმ” იაქტიურა და გამარჯვებაც მას დარჩა. ,,კარდინალისს” რიგებში 25 ქულით საუკეთესო გურამ კენჭიაშვილი იყო, ხოლო ორმაგი დუბლი ვახტანგ ელისაბედაშვილმა (13ქ.21მ) და თედო მეგრელიძემ (12ქ.11მ) მიითვალეს.,,ჰიუნდაის” ულიდერა სანდრო ბოლქვაძემ, რომელიც 26 ქულითა და 16 მოხნსით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ კიდევ ერთი მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც ადგილობრივი ,,ბათუმი” ნაკრები 97-ს 17:00 უმაპინძლებს.
18-წლამდელთა ჩემპიონატი
მარნეული – ავერსი 62:51
აკადემია 2 – სოხუმი 49:59
ნიკეა – რუსთავი 65:86
(მატჩების მიმოხილვა)