გიორგი გლოველის 47 ქულამ “მართვე–2″–ს ვერ უშველა

გიორგი გლოველის 47 ქულამ “მართვე–2″–ს ვერ უშველა

18–წლამდელები აქამდე აკადემიის დარბაზში თამაშობდნენ, ახლა კი სასოფლოში გადაბარგდნენ და პირველივე დღეს თვალსასეირო მატჩიც გაიმართა. მართვე 2–ისა და „ქუთაისის“ დაპირისპირებაში დამატებითი დრო დაინიშნა.
არც ერთ გუნდს არ უნდოდა დათმობა, ქულას–ქულას აგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ქუთათურებმა იმარჯვეს, რომლებმაც გადამწყვეტ მომენტში ფარზეც იოჩაღეს და მეტი შედეგიანი გარღვევა განახორციელეს. გიორგი გლოველმა მიმდინარე გათამაშების რეკორდი გამოაცხო, 47 ქულა მიითვალა, მაგრამ მისმა ბომბარდირობამ ვერ უშველა მართველებს.
მართვეს სპორტსკოლის წარმომადგენლებმა მაინც გაიხარეს. მართვე–1–მა ნიკო ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი თბილისური „ენერჯი–ინვესტი“ 71:64 დაამარცხა, რაც დიდი დამსახურებაა 24 ქულისა და 16 მოხსნის მიმთვლელ გიორგი ტეტელაშვილს.შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა „დინამოსთან“ მატჩში რუსთაველ აკაკი დვალიშვილს (25 ქულა, 19 მოხსნა), თუმც მისი თანაგუნდელებიდან ვერც ერთი ვერ ასცდა ათქულიან ზღვარს და ქვემოქართლელებმა 64:79 წააგეს.