გორი ბრინჯაოს მედლების მფლობელია

გორი ბრინჯაოს მედლების მფლობელია

სტატისტიკა

18-წლამდელთა მესამე ადგილოსანი გუნდი გორი გახდა. შეხვედრა გორში გაიმართა, სადაც მასპინძლებმა “არმია” 10 ქულის სხვაობით 91:81  დაამარცხეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. გორის შემადგენლობაში ორმაგი დუბლით ტატო ოთიაშვილი გამოირჩა, რომელმაც 25 ქულა და 10 მოხნსა მიითვალა. კიდევ ერთი დუბლი გორის მხრიდან 18  ქულითა და 11 მოხსნით ვლადიმერ თავაქარაშვილმა შეასრულა. “არმიას” შემადგენლობაში ყველაზე მეტი,  24  ქულა ვახტანგ გაფრინდაშვილმა მოაგროვა. გამარჯვებული გუნდი შიდა ქართლის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ  ხაჩიურმა დააჯილდოვა.
 
რაც შეეხება 18-წლამდელთა ფინალურ სერიას, შეგახსენებთ რომ  ერთმანეთს ზაზა1  და ჰიუნდაი უპირისპირდებიან.