გუგეშაშვილის ოთხმაგი დუბლი 18-წლამდელთა ჩემპიონატში

გუგეშაშვილის ოთხმაგი დუბლი 18-წლამდელთა ჩემპიონატში

 გალერეა

საინტერესოდ დაიწყო 18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტური დღეს  საკალათბურთო აკადემიაში. შსს აკადემიისა და “სოხუმი2”-ის დაპირისპირებაში ოთხმაგი დუბლი დაფიქსირდა, რომლის ავტორი შსს აკადემიის მოთამაშე გიორგი გუგეშაშვილი გახლავთ. მისი მონაგარი 14 ქულას, 14 მოხსნას, 12 პასს და 13 ჩაჭრას შეადგენს. 

 გაგაცნობთ აკადემიაში გამართულ ყველა დღევანდელი შეხვედრის შედეგებსა  და საუკეთესო მოთამაშების მონაგარს. შსს აკადემია – სოხუმი2  103:50

შსს აკადემია: დიმა ბობილევი – 21 ქულა, 9 მოხსნა,  სოსო ტურაშვილი  – 19 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი, გიორგი გუგეშაშვილი – 14 ქულა, 14 მოხსნა, 12 პასი, 13 ჩაჭრა, გიორგი ჩაჩხიანი – 14 ქულა, ბილი ალიევი – 12 ქულა, ლაშა ვეკუა – 10 ქულა
სოხუმი2: ალექსანდრე სარალიძე – 15 ქულა, შოთა კუჭავა – 12 ქულა

აკადემია – გორი  101:30

აკადემია: ნიკა ცინცაძე – 23 ქულა, გიორგი თევდორაშვილი – 23 ქულა, ნიკა ლეონიძე – 17 ქულა, ლუკა გიორგაძე – 14 ქულა, 10 მოხსნა, 8 ჩაჭრა, იური ხალათიანი – 10 ქულა, 10 პასი, 10 ჩაჭრა, საბა აკობია – 10 ქულა
გორი: ოთარ ნადირაძე – 9 ქულა

U-16 ნაკრები – ჰიუნდაი  48:54

U-16 ნაკრები: ლადო ფურცხვანიძე – 12 ქულა, 12 მოხსნა, ლუკა ბულაშვილი – 8 ქულა, 11 ჩაჭრა
ჰიუნდაი: თეგა გეთია – 15 ქულა, ლუკა ბულიავა – 1 ქულა

სოხუმი1 – არმია  65:47

სოხუმი1: რატი მარგალიტაძე – 26 ქულა, გოგლიკო ჭაჭია -16 ქულა, კოტე ბიწაძე – 10 ქულა, 14 მოხსნა
არმია: მამუკა ბაზუაშვილი – 16 ქულა, 11 მოხსნა

მართვე-165ე სკოლა – ნიკეა  100:87

მართვე 165-ე სკოლა: დავით ლომიძე – 19 ქულა, 10 მოხსნა,7 პასი,  გიორგი რეხვიაშვილი – 18 ქულა, ლევან ფაღავა – 17 ქულა, 8 მოხსნა, სოსო გოგნაძე – 15 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი, გიგი ტუღუში – 13 ქულა, 9 მოხსნა
ნიკეა: ზურაბ გეგეჭკორი – 36 ქულა, გივი ხვისტანი – 20 ქულა, 8 მოხსნა, შალვა კოღუაშვილი – 8 ქულა, 16 მოხსნა