“ჰიუნდაიმ” “დინამო” საჯარიმოების გამო დააჯარიმა

“ჰიუნდაიმ” “დინამო” საჯარიმოების გამო დააჯარიმა

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა „ჰიუნდაიმ“ დავით თორთლაძის „დინამოს“
დრამატული მატჩი მოუგო. ბოლო მეოთხედში 14 ქულით ჩამორჩენილმა გუნდმა დროის 8–წუთიანი
მონაკვეთი 20:1 მოიგო და საბოლოოდ 78:75 გაიმარჯვა.

ეს „ჰიუნდაიმ“ უდიდესი მონდომების, მობილიზების და შეუპოვრობის ხარჯზე
მოახერხა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დინამოელთა წარუმატებლობის ერთ–ერთი
მთავარი მიზეზი არაზუსტი საჯარიმოებია. თორთლაძის გუნდმა ზემოთ აღნიშნულ 8–წუთიან
მონაკვეთში  8 ცდიდან 7 საჯარიმო ააცილა და
ეს მათმა ლიდერმა, ამ მატჩში 26 ქულისა და 17 მოხსნის მიმთვლელმა ირაკლი
ალხანაიძემ „მოახერხა“. როგორც ხედავთ, ალხანაიძეს ჩინებული სტატისტიკა აქვს,
თუმცა მის საჯარიმო სროლებს თუ გადავხედავთ, მთელი ეს მონაგარი უფერულდება. მან 20
ცდიდან მხოლოდ 6 საჯარიმო ჩააგდო, რაც ალბათ გახდა კიდეც „დინამოს“ ამ თითქმის
მოგებული მატჩის წაგების მიზეზი.

„ჰიუნდაის“ კი მონდომება არ უნდა დავუკარგოთ – ნიკა ბაქრაძე, ბექა
ღუდუშაური, რევაზ როგავა, გელა გულმაგარაშვილი,ოთარ ბუთხუზი, ერეკლე კოსტავა,
ალეკო ჩოჩია, გიორგი კალანდაძე და ილია ჯიშიაშვილი – ეს ის ბიჭები არიან, რომლებიც
ბოლო მეოთხედში 56:70 ჩამორჩენის მიუხედავად არ გატყდნენ და თამაშის დასრულებამდე
4 წუთით ადრე ეს გვარიანი ჩამორჩენა გააბათილეს. დარჩენილ დროში კი ლიდერობაც
მოიპოვეს და საფინალო სირენამდე შეინარჩუნეს.

ეს გახლდათ „დინამოს“ პირველი მარცხი მიმდინარე სეზონში.  დაუმარცხებელი კი ერთადერთი გუნდი დარჩა – მეორე
ჯგუფის ლიდერი „ქუთაისი“.

მატჩის სტატისტიკა: http://u-18.ge/results.php?gameid=105