ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დასრულებული
პლეიოფის ორი მატჩის შემდეგ ჰიუნდაისა და სოხუმის გუნდების მთავარ მწვრთნელებს გავესაუბრეთ.
შეგახსენებთ,
რომ შსს აკადემიამ ,,სოხუმს“ დაძაბულ ბრძოლაში
78:68 სძლია, ხოლო ,,ჰიუნდაიმ“ აკადემიას 63:58 აჯობა. შესაბამისად ნახევარფინალის
საგზური შსს აკადემიამ და ,,ჰიუნდაიმ“ მოიპოვეს, ხოლო ,,სოხუმი“ და აკადემია პლეიოფს
ნაადრევად გამოეთიშნენ.
ამ ორი მატჩის შემდეგ სოხუმისა და ჰიუნდაის გუნდების მწვრთნელებმა დიმიტრი
ჟაკობოვმა და ნიკო ჩერქეზიშვილმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს:
დიმიტრი ჟაკობოვი:
თავიდან ძალიან კარგად
დავიწყეთ თამაში, მაგრამ შემდეგ კონცენტრაცია
დავკარგეთ, რაც მოწინააღმდეგე გუნდმა არ გვაპატია. გადამწყვეტ მომენტში მეტოქემ ფიზიკურადაც
და გვაჯობა და ტაქტიკურადაც. შსს აკადემიამ
დამსახურებლად გაიმარჯვა და ვულოცავ გუნდს ამ წარმატებას.
– ზოგადად როგორ შეაფასებდით 18-წლამდელთა ჩემპიონატს?
– ჩემპიონატში რამდენიმე კარგი გუნდი ასპარეზობს და
ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. ვფიქრობ, შარშანდელთან შედარებით წელს უფრო დიდი კონკურენციაა გუნდებს შორის. ჩემპიონატის
ორგანიზების დონეც მაღალია. ბევრი კარგი მოთამაშე იღებს მონაწილეობას ჩემპიონატში, რომლებიც ძალიან პერსპექტიულები არიან.
ისინი მოედანზე დიდი მონდომებით გამოდიან და თავიაანთი გუნდის ლიდერები არიან. მათ
დიდ წარმატებას ვუსურვებ, რისთვისაც მაქსიმალური შრომაა საჭირო.
– ფავორიტად
ვის მიიჩნევთ მიმდინარე სეზონში?
– პლეიოფებში ძალიან ძლიერი
გუნდები მონაწილეობენ, თუმცა ,,ქუთაისს“ განსაკუთრებით გამოვყოფდი.
ნიკო ჩერქეზიშვილი:
აკადემია ღირსეული მეტოქე იყო და დიდი წინააღმდეგობა
გაგვიწია. მართალია დიდი უპირატესობა არ გვქონია,
მაგრამ შარშანდელთან შედარებით ჩვენს გუნდში რამდენიმე მოთამაშე ბევრად მაღალ დონეზე იყო, ამიტომ
აუცილებლად უნდა მოგვეგო. ალბათ ჩვენ უფრო
მეტო ვიმუშავეთ და გავიმარჯვეთ კიდეც. მინდა აღვნიშნო, რომ ფეხის ტრავმის გამო ჩემს გუნდში არყოფნის დროს,
ბავშვებთან ზურაბ ტომარაძე მუშაობდა და თავისი კვალიც დატოვა.
– როგორ შეაფასებთ ,,ჰიუნდაის” ასპარეზობას წლევანდელ სეზონში?
18-წლამდელთა ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში იოლი მატჩი
პრაქტიკულად არ გვქონია. სუსტმა გუნდებმაც კი დიდი წინაააღმდეგობა გაგვიწიეს. ერთ-ერთ
შეხვედრაში ძალიან კარგი თამაში აჩვენა კარდინალი-ორბმა,
რომელთანაც მატჩი საკმაოდ გაგვიჭირდა. არ ველოდით მათგან ასეთ ბრძოლისუნარიონობას. დაძაბული
შეხვედრა გვქონდა რუსთავთანაც, რომელიც ყოველთვის მობილიზებულად ასპარეზობს. ჩვენი გუნდი
ძირითადად 1995 წლს დაბადებული კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული და ამიტომ ყველა
გუნდთან დიდი ბრძოლის გადატანა გვიწევს.
– რას მიიჩნევთ
,,ჰიუნდაის“ სუსტ და ძლიერ მხარეებად?
– პერიმეტრის
მოთამაშეებს და ფორვარდებს არ ვუჩივით. ამ
პოზიციაზე ჩვენს გუნდში ძალიან კარგი მოთამაშეები გვყავს: სანდრო სანაძე, კახა ტომარაძე,
სანდრო ბოლქვაძე… სიმაღლის მხრივ კი სერიოზული პრობლემა გვაქვს. ფაქტიურად ჩვენს გუნდს
ცენტრი არ გააჩნია.