სტატისტიკა
18-წლამდელთა ჩემპიონატის ერთი შეხვედრა დღეს გორში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა კარდინალებს უმასპინძლა. სტუმრებმა დიდი სხვაობით – 77:42 დაამარცხეს მეტოქე.
მართალია, გორმა პირველი მეოთხედის მოგება მოახერხა(14:9), თუმცა კარდინალმა თამაში მეორე მეოთხედშივე გამოასწორა და დიდი შესვენებისთვის 7-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა. უკანასკნელი პერიოდის დაწყების წინ კი კარდინალები 14 ქულით იგებდნენ. მათ ტემპი ბოლომდე შეინარჩუნეს და მასპინძლები არც ბოლო ათწუთეულში დაინდეს.
საბოლოოდ, კარდინალებმა 77:42 გაიმარჯვეს. მოგებულთა რიგებში საუკეთესო ლუკა მაჩაიძე იყო 19 ქულით, 14 ქულას და 8 მოხსნას მოუყარა თავი ლაშა ელყანიშვილმა, გაგა ბაღდავაძემ კი 13 ქულა-17მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.
გორს 11 ქულით და 9 მოხსნით გიორგი გუნიამ ულიდერა.
18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები ხუთშაბათს, 6 თებერვალს აკადემიის დარბაზში გაიმართება.