18-წლამდელთა  პლეიაუტში 11-12 ადგილებისთვის ერთმანეთს ,,ავერსი“
და ,,თბილისის კარდინალები“ დაუპირისპირდნენ. 
მატჩში გამარჯვება კარდინალის გუნდმა  მოიპოვა, რომელმაც მეტოქე 79:66 დაამარცხა და მე-11
ადგილზე დამკვიდრდა. შეხვედრა თავიდანვე ,,კარდინალის“ უპირატესობით წარიმართა, რომელიც
ტაიმის ბოლოს წინ 46:35 გავიდა.  მესამე პერიოდში
,,კარდინალმა“ კვლავ მობილიზებულად  ჩაატარა
და ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 64:46. დასკვნით მეოთხედში  ავერსელები მეტოქესთან ვერაფერს გახდნენ და მე-12
ადგილს დასჯერდნენ. 
მოგებულთა შემადგენლობაში 19 ქულით საუკეთესო გურამ
კენჭიაშვილი იყო, რომელსაც  თითო-თითო ქულით
მიხეილ მეგრელიძე და თედო მეგრელიძე ჩამორჩნენ.
ავერსის გუნდში გამოირჩა ნოდარ  ღლონტი, რომლმაც თავის გუნდს 14 ქულა შესძინა. 
შეგახსენებთ, რომ 9-10 ადგილისთვის ერთმანეთს ,,ბათუმი“
– ,,თელავი“ გაეჯიბრნენ, სადაც ბათუმელებმა 62:51 იმარჯვეს და მე-9 ადგილი მოიპოვეს.