“მართვე–1” რუსთავში მოგებამ გაალიდერა

“მართვე–1” რუსთავში მოგებამ გაალიდერა

დღეს, სუპერლიგის მატჩის შემდეგ, რუსთავის „ქიმიკოსთა“
დარბაზმა 18–წლამდელთა ჩემპიონატის შეხვედრას უმასპინძლა. ქვემოქართლელები „მართვე–1“–ს
შეხვდნენ და ვერაფერი გააწყვეს – 62:82.

რუსთაველებმა ყველაზე უკეთ პირველი მეოთხედი
ჩაატარეს, რომელიც 1 ქულის სხვაობით – 20:19 მოიგეს, თუმცა მცირე შესვენების
შემდეგ მოედანზე სულ სხვა სურათი ვიხილეთ. ხათუნა გაბედავას გუნდი ჩინებულად
ათამაშდა და მეორე მეოთხედი 28:15 მოიგო. მართველებს გეგა მესხი და გიორგი
გაბისონია წინამძღოლობდნენ. პირველმა საბოლოოდ 30 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა,
ხოლო მეორემ 22 ქულას მოუყარა თავი. თბილისელთაგან ორმაგი დუბლი მიითვალა არჩილ
ფეიქრიშვილმა – 113 ქულა, 11 მოხსნა.

რაც შეეხებათ რუსთაველებს, მათგან ორმაგი დუბლი
მხოლოდ ლევან ობგაიძემ მიითვალა: 16 ქულა, 10 მოხსნა. თითო მოხსნა დააკლდათ ორმაგ
დუბლამდე რუსთაველებს – დავით მაისურაძესა და ჯაბა არაბულს.

ამ გამარჯვებით „მართვე–1“ პირველ ჯგუფში ლიდერ „დინამოს“
გაუთანაბრდა. ორივე გუნდს 5 მოგება და 1 წაგება აქვთ.

მატჩის სტატისტიკა: http://u-18.ge/results.php?gameid=128