მართვემ ფინალური სერია გაათანაბრა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

მართვემ ფინალური სერია გაათანაბრა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სტატისტიკა

18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ანგარიში
გათანაბრდა. “მართვე 165-ე სკოლამ” დაძაბულ ბრძოლაში – ანგარიშით 69:61 დაამარცხა
“აკადემია” და სერიაში ანგარიში 1:1 გახდა.

მატჩი ძირითადად მართველების ლიდერობით მიმდინარეობდა,
თუმცა ბოლო მეოთხედში, შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე „აკადემია“ 6 ქულით იგებდა
და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, თუმცა დავით ლომიძის და სოსო გოგნაძის აქტიურობით
“მართვემ” დიდებულად ჩაატარა ბოლო წუთები და საწადელს მიაღწია.

ლომიძემ 30 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა, ხოლო გოგნაძემ
24 ქულა და 15 მოხსნა. დამარცხებულთაგან 18 ქულით საუკეთესო ლუკა ბულაშვილი იყო.

სერიის მომდევნო მატჩი საკალათბურთო აკადემიაში, ხვალ,
18 მაისს, 20:00 საათზე გაიმართება.
პაატა გურასპაული (ვეტერანი კალათბურთელი):  ასეთი შეხვედრებით ჩვენი წარსული და საკალათბურთო  ცხოვრება თვალწინ გვიდგება. მით უმეტეს რომ ლატვიელებთან
ძალიან  თბილი და მეგობრული დამოკიდებულება
გვაქვს.  ჩვენი სტუმრები ცნობილი კალათბურთელები
არ გახლავთ, მაგრამ ისინი არაჩვეულებრივი ადამიანები არიან და ამასთან, მათ ჰყავთ სამოყვარულო
გუნდი, რომლებიც საკმაოდ კარგ და აზრიან კალათბურთს თამაშობენ. მნიშვნელოვანია, რომ
ჩვენი მეგობრობა ჩაისახა. იმედია, ჩვენც ჩავალთ  ლატვიაში და ჩვენი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო
გაღრმავდება. დღევანდელმა დღემ ძალიან ბევრი ადამიანი გააღიმა, გააბედნიერა და  სწორედ ეს არის მთავარი.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ხათუნა გაბედავა(,,მართვე 165-ე სკოლის მთავარი მწვრთნელი):
თავიდან კარგად დავიწყეთ, შემდეგ ,,აკადემიას’’ უფრო წაუვიდა თამაში, რაღაც პერიოდი
ბურთი საერთოდ ვერ ჩავაგდეთ. თუმცა ბოლოს ძალიან მოვინდომეთ და გავიმარჯვეთ. მომდევნო
თამაშზეც საბრძოლველად გამოვალთ.

ირაკლი ტომარაძე (აკადემიის მთავარი მწვრთნელი):
ეს იყო „აკადემიის“ მორიგი ცუდი მატჩი. ეს ან გადაღლილობის ბრალია ან ჩვენი მუშაობის.
ნახევარფინალური სერიისგან განსხვავებით ფინალში გუნდი რადიკალურად განსხვავებულ კალათბურთს
თამაშობს. სიტუაციას გავაანალიზებთ და ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგისთვის.