“მართვეს” პირველობა და ჯინჭარაძის რეკორდები

“მართვეს” პირველობა და ჯინჭარაძის რეკორდები

ფოთის გუნდს, რომელიც ჩემპიონატში მეორე
წრიდან ჩაერთო, გადაბმით უწევს თამაშების ჩატარება. ზღვისპირელებმა ბოლო 7 დღეში 4
მატჩი გამართეს, რომელთაგან ერთი მოიგეს და თანაც ჯგუფის ლიდერთაგან „დინამოსთან“.

ისიც უნდა ითქვას, რომ დინამოელებს იმ მატჩში, რომელიც ფოთში
გაიმართა, ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი ალხანაიძე აკლდა. მიუხედავად ამისა,
დინამოელების წაგება გვარიანი მოულოდნელობა იყო.

ფოთელები ამ კვირაში თბილისში ჩამოვიდნენ და 2 მატჩი გამართეს – ჯერ „მართვეს“
გაეჯიბრნენ, შემდეგ კი „მართვეს“. ფოთელებმა ორივე გუნდს თავიდან ტოლ–სწორი ბრძოლა
გაუმართეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ. ზღვისპირელებს ყავთ ერთი
გამორჩეული მოთამაშე – კახა ჯინჭარაძე, რომელიც გუნდის მთავარი ლიდერია და თითქმის
ყველა პოზიციაზე თანაბარი წარმატებით თამაშობს. ჯინჭარაძემ „მართვესთან“ დღეს გამართულ
მატჩში მიმდინარე ჩემპიონატის სარეკორდო მონაგარი დააგროვა ერთბაშად ორ მაჩვენებელში:
42 ქულა და 28 მოხსნა მიითვალა.

ამასობაში, ამ გამარჯვებით, „მართვემ“ პირველი ჯგუფის პირველობა
გაინაღდა. დარჩენილი 1 მატჩი რომც წააგოს „დინამოსთან“, მდევარი „ჰიუნდაი“ პირველობას
მაინც ვერ შეეცილება, რაკი ამ გუნდთან მართველებს ორივე შეხვედრა მოგებული აქვთ.