მიხეილ გაბრიჩიძე: თანაბარ და ძლიერ ჯგუფში მოვხვდით

მიხეილ გაბრიჩიძე: თანაბარ და ძლიერ ჯგუფში მოვხვდით

ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის კენჭისყრას, რომელიც დღეს, ბარსელონაში გაიმართა, საქართველო კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დელეგაცია ესწრებოდა.
 გთავაზობთ ფედერაციის პრეზიდენტის, მიხეილ გაბრიჩიძის კენჭისყრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს…

–          ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა სამართლიანად ჩატარდა, რის შემდეგაც შევიტყვეთ ჩვენი  მეტოქეები.
 
–          რას იტყვით E ჯგუფზე, რომელშიც საქართველო მოხვდა?
 
–         შესაძლებელი იყო, უფრო ძლიერ, ანაც შედარებით სუსტ ჯგუფში მოვხვედრილიყავით. მთლიანობაში უკმაყოფილოები არ ვართ, საკმაოდ ძლიერი და თანაბარი ჯგუფია. ყველა მეტოქესთან მაქსიმალური მობილიზებით გვმართებს თამაში, იოლად არც ერთი მათგანი არაფერს არ დათმობს.
 
–          კალენდარზე რას იტყვით?
 
–         მთლიანობაში ცუდი კალენდარი არაა, თუმცა 3 გასვლითი მატჩი ცოტა უარყოფითი მომენტია. მიყოლებით ვთამაშობთ უნგრეთში, ჩეხეთსა და პორტუგალიაში. ჩეხეთი და უნგრეთი ერთმანეთთან კი ახლოსაა, მაგრამ მათ შორის პორტუგალიაში გვაქვს თამაში, რომელიც საკმაოდ მოშორებითაა.
 
–          რას იტყვით იმაზე, რომ 4-გუნდიან ჯგუფში მოვხვდით?
 
–          სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა, ისე კი 4-გუნდიანი ჯგუფში მოხვედრა იმითაა  უკეთესი, რომ ქართველი მაყურებელი მეტ მატჩს ნახავს, კალათბურთელებიც მეტ სათამაშო  გამოცდილებას მიიღებენ.
 
–          ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხი როდის გადაწყდება?
 
–          15 მარტს გვეცოდინება, ეროვნულ ნაკრებს კვლავ იგორ კოკოშკოვი უხელმძღვანელებს, თუ სათავეში  ახალი სპეციალისტი ჩაუდგება