მინი-კალათბურთში 2003-წლიანთა თბილისის ფესტივალი დაიწყო

მინი-კალათბურთში 2003-წლიანთა თბილისის ფესტივალი დაიწყო

,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრა” თბილისი კალათბურთის განვითარების კავშირთან და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად მინიკალათბურთის ფესტივალი დაიწყო. 
აკადემიის დარბაზში სტარტი აიღო თბილისის ფესტივალმა მინი-კალათბურთში, რომელშიც 2003 წელს დაბადებული ბავშვები მონაწილეობენ. აღნიშნული ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობით მინი-კალათბურთის ფესტივალი უკვე მეორე წელია ტარდება. წლევანდელ გათამაშებაში 8 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი. გუნდები ჯგუფებში ერთ წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც დაკავებული ადგილების შედეგად მეოთხედფინალში დაწყვილდებიან.
მინი-კალათბურთის წესები ჩვეულებრივი კალათბურთისგან განსხვავებულია. მოედანზე თითო გუნდში 4 მოთამაშეა, პატარები უფრო ნაკლებად არიან დატვირთულნი და 10-ის ნაცვლად 8-წუთიან მეოთხედებს თამაშობენ და თან შეტევისთვის დრო არაა ლიმიტირებული. ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ მოზარდებმა კალათბურთი იოლად და საფუძვლიანად აითვისონ.

მინი კალათბურთში მონაწილე გუნდების, „ოვერტაიმისა“ და „მაკაბის“ მატჩის დაწყებამდე, ფესტივალის გახსნის ცერემონიალი გაიმართა, რომელზეც ორგანიზატორებმა მოთამაშეებს და დამსწრე საზოგადოებას მიმართეს. სიტყვით გამოვიდნენ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ უფროსის  მოადგილე ნინო ვადაჭკორია და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ღონღაძე.
ფესტივალის ჯგუფური ეტაპი 9 ივნისს დასრულდება, რის შემდეგაც რვავე გუნდი პირველობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალებიდან განაგრძობს.