მორიგ ტურში ლიდერებმა იმარჯვეს

მორიგ ტურში ლიდერებმა იმარჯვეს

მორიგი ტურის სამი
მატჩი გაიმართა 18-წლამდელთა ჩემპიონატში. პირველ შეხვედრაში ,,ავერსმა”  ,,ზაზას” ანგარიშით 78:64 სძლია.

გამარჯვებულთაგან
ორმაგი დუბლი ლერი კვანტალიანმა(27ქ. 10მ) და ბექა ნადირაძემ(17ქ.15მ) შეასრულეს, ხოლო
,,ზაზას’’ 20 ქულით ბექა ღუდუშაურმა ულიდერა.

 ნაკრები95 -მა ,,ფოთს” უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად
95:59 დაამარცხა. ნაკრების შემადგენლობაში ორმაგი დუბლით, 17 ქულითა და 15 მოხსნით
ბექა დარახველიძე გამოირჩა, ხოლო ,,ფოთის” რიგებში საუკეთესო კახა ჯინჭარაძე იყო, რომელმაც
40 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა. დასკვნით შეხვედრაში კი ,,თბილისისა”
და ,,ავერსის” მატჩი გაიმართა, რომელიც ,,ავერსის” გამარჯვებით 77:33 დასრულდა. თბილისელთაგან
11-11 ქულა გიორგი გონაძისა და ვაკა ბიჭაშვილის ანგარიშზეა, ამ უკანასკნელმა კი 13
მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა.  ,,ავერსის’ რიგებში საუკეთესო ორმაგი დუბლით, 21
ქულითა და 15 მოხსნით ლერი კვანტალიანი იყო.