მორიგი ტურის მატჩები გაიმართა 18-წლამდელთა ჩემპიონატში.
,,ფოთმა” ,,ზაზას” უმასპინძლა და მეტოქე 96:86 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში საუკეთესო
ორმაგი დუბლით, 57 ქულითა და 16 მოხსნით კახა ჯინჭარაძე გახლდათ,
ხოლო ,,ზაზას”შემადგენლობაში
25 ქულით ბექა ღუდუშაური გამოირჩა, ორმაგი
დუბლი მიითვალა შოთა გელაზონიამ – 18 ქულა, 11 მოხსნა. ,,ქუთაისისა” და ,,რუსთავის”
შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 68:58 დასრულდა. მასპინძელთაგან საუკეთესო
23 ქულით დიტო დვალიშვილი გახლდათ, ხოლო ორმაგი დუბლი -16 ქულა, 10 მოხსნა გიორგი ცირეკიძემ
მიითვალა. ,,რუსთავის” მხრიდან 18 ქულით ზაზა გაგნიძე გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი
ბექა ზედელაშვილმა შეასრულა – 13 ქულა, 17 მოხსნა. ნაკრებმა ,,თბილისი” ანგრიშით 60:42 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში 12 ქულით ზეზვა
ლილუაშვილი გამოირჩა, ხოლო ,,თბილისის” მხრიდან საუკეთესო 29 ქულით ვაკა ბიჭაშვილი იყო. ,,ავერსისა”
და ,,სოხუმის” დაპირისპირება, სოხუმელთა გამარჯვებით
დასრულდა – 76:48. ,,ავერსის” შემადგენლობაში
ორმაგი დუბლით, 16 ქულითა და 13 მოხსნით ლერი კვანტალიანი გამოირჩა, ხოლო სოხუმელთგან
საუკეთესო 19 ქულით სანდრო მეგენეიშვილი გახლდათ.