18-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე წრე ქუთაისში დაიწყო,
სადაც მასპინძლები შინ,,ზაზას” დაუხვდნენ და მეტოქე იოლად – 92:53 დაამარცხეს. ქუთაისელთა
რიგებში ორმაგი დუბლით საუკეთესო დიტო დვალიშვილი გახდათ, რომლის ანგარიშზეც 24 ქულა
და 17 მოხსნაა.
ზაზას მხრიდან კი 12 ქულით
ბექა ღუდუშაური გამოირჩა. ტურის მეორე შეხვედრაში ერთმეთს ,,ორბი” და თბილისის ,,თბილისი” დაუპირისპირდნენ, რომელიც ,,ორბმა”
20-ქულიანი სხვაობით -78:58 მოიგო. გამარჯვებულ გუნდს ორმაგი დუბლით 21 ქულით საბა ლობჟანიძემ ულიდერა, ხოლო ორმაგი
დუბლი, 17 ქულა და 10 მოხსნა თორნიკე ჟორჟოლიანმა მიითვალა. ,,თბილისის” რიგებში კი
საუკეთესო ვაკა ბიჭაშვილი გახლდათ, რომელმაც 33 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ტურის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს
ნაკრები-95 და ,,სოხუმი” დაუპირისპირდნენ, რომელიც
სოხუმელტა გამარჯვებით, 72;49 დასრულდა. ნაკრების შემადგენლობაში 12 ქულით ზეზვა ლილუაშვილი
გამოირჩა, ხოლო გამარჯვებულ გუნდს 16 ქულით სანდრო მიგინეიშვილმა ულიდერა. ორმაგი დუბლი
მიითვალა გეგა მესხმა, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა და 14 მოხსნაა. ,,ფოთმა” შინ ,,ავერსი” მიიღო, თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო
და 57:88 დამარცხდა. მასპინძელთაგან 28 ქულით საუკეთესო კახაბერ ჯინჭარაძე გახლდათ,
ხოლო ორმაგი დუბლი გიორგი რუხაიამ მიითვალა – 12 ქულა, 12 მოხსნა. ,,ავერსის” შემადგენლობაში ორმაგი დუბლი
ერთბაშად ორმა კალათბურთელმა შეასრულა. ლერი კვანტალიანის ანგარიშზე 30 ქულა
და 17 მოხსნაა, ხოლო ბექა ნადირაძემ 29 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა.