საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ოლიმპიურმა სასახლემ 18-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლა

ოლიმპიურმა სასახლემ 18-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლა

დღეს ოლიმპიურ სასახლეში 18-წლამდელთა ჩემპიონატის 3 მატჩი გაიმართა. “იბერს” არ გასჭირვებია “მართვეს” დამარცხება – 76:53, ხოლო “ორბის” და თსუ-ს დაპირისპირებაში ბრძოლა ბოლო წუთებამდე გაგრძელდა. თსუ თითქმის მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობდა, თუმცა დასკვნით პერიოდში “ორბის” კალათურთელებმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება – 81:74. მესამე შეხვედრაში ტურნირში კონკურსგარეშე მონაწილე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა 47:83 წააგო ჩემპიონატის ლიდერ “ზაზასთან”.

გთავაზობთ გამართული მატჩების სტატისტიკასა და ფოტოებს:

სტატისტიკის სანახავად გადადით ჩვენი საიტის შესაბამის გვერდზე