ფავორიტები იგებენ

ფავორიტები იგებენ

18-წლამდელთა მორიგი ტურის მატჩები გაიმართა 26-27თებერვალს
დინამოს საკალათბურთო ბაზაზე. ,,ავერსისა”
და ,,თბილისის” შეხვედრა მასპინძელთა
უპირატესობით დაიწყო და თამაშის ასეთი ტემპი ნუგზარ კანდელაკის 

გაწვრთნილმა 18–წლამდელებმა მატჩის ბოლომდე ისე
შეინარჩუნეს, რომ  მეტოქისთვის შანსიც არ
დაუტოვებიათ. თბილისელებმა სუსტად ითამაშეს 
დაცვაში, ,,ავერსმა” კი თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა მეტოქეს.

ლერი კვანტალიანისა (15ქ,17მ) და ბექა ნადირაძის(13ქ.12მ)
ფარქვეშ ბატონობის შედეგად მესამე მეოთხედში სხვაობამ  20 ქულას უწია და თამაშმა აზრი დაკარგა.
შეხვედრის გამარჯვებული ფაქტობრივად უკვე მეორე ტაიმში გაირკვა. ავერსის
მხრიდან  18 ქულით საუკეთესო გიორგი
გაბისონია გახლდათ, ხოლო დამარცხებულთაგან ორმაგი დუბლით ვაკა ბიჭაშვილი გამოირჩა(13ქ.14მ).

,,ავერსმა” ,,თბილისი” საბოლოოდ 81:37 დაამარცხა.

,,ზაზასა” და ,,რუსთავის” შეხვედრა ზაზა  გამარჯვებით, ანგარიშით 77:50 დასრულდა.გამარჯვებულთა
რიგებში 31 ქულით საუკეთესო გელა გულმაგარაშვილი გახლდათ, ხოლო რუსთაველთაგან
ორმაგი დუბლი ბექა ზედელაშვილმა(24ქ.17მ) და გიორგი ოქროჩლიძემ(20ქ.12მ) შეასრულეს.

 სოხუმელები
კი ,,ორბს” დაუპირისპირდნენ და მეტოქე იოლად, 84:53 დაამარცხეს.

18 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა ,,სოხუმელმა”  გიორგი ორმოცაძემ, ხოლო ,,ორბის” მხრიდან 16
ქულით თორნიკე ჟორჟოლიანი გამოირჩა,