შედეგები გალერეა18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ზაზა ფაჩულიას
აკადემიის გუნდი და „ჰიუნდაი“ დაუპირისპირდებიან. დღეს ამ გუნდებმა ნახევარფინალური
სერიის მე-3, გადამწყვეტი მატჩები მოიგეს და საჩემპიონო რაუნდში ერთმანეთთან შერკინების
უფლება მოიპოვეს.
„ზაზამ“ რეგულარული ჩემპიონატის 24 მატჩიდან 24 მოგების
შემდეგ პირველი მარცხი ნახევარფინალში „არმიასთან“ განიცადა. დღეს კი „ზაზამ“არმიელებს
დაძაბულ ბრძოლაში – 71:67 სძლია და ფინალში გავიდა. 13-13 ქულით გამარჯვებულებს გიორგი
მამალაძემ და ნიკა მეცხვარიშვილმა ულიდერეს. ამ უკანასკნელმა 10 მოხსნაც მიითვალა და
შეხვედრაში ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. „არმიაში“ 19-19 ქულა ჰქონდათ ვახტანგ
გაფრინდაშვილსა და ნიკა ყირიმელს.
მეორე ნახევარფინალში „ჰიუნდაიმ“ „გორს“ 73:53 სძლია.
შიდაქართლელები დედაქალაქში გვარიანად შესუსტებული შემადგენლობით ჩამოვიდნენ. 2 კალათბურთელს
კი ტრავმით მოუწია თამაშმა. ჰიუნდაელებმა პირველი პერიოდი 23:14 მოიგეს, თუმცა სტუმრებმა
თამაშის გათანაბრება მოახერხეს და დიდი შესვენების შემდეგ ჩამორჩენა 3 ქულამდეც შეამცირეს.
მეტის მისაღწევად გორელებს ძალა აღარ ეყოთ, რაც „ჰიუნდაის“ წევრთა ზუსტი და მიზანმომართული
თამაშის დამსახურება გახლდათ. მიზანი, ოღონდ შორეული სტუმრებს უფრო უჭრიდათ – შიდაქართლელებმა
11 სამქულიანი ჩააგდეს, თუმცა ფარქვეშ მასპინძლები დამაჯერებლად დომინირებდნენ და ამით
გორელთა ზემოთნახსენები უპირატესობა გადაფარეს.
საბოლოოდ ჰიუნდაელებმა 16 ქულის სხვაობით – 83:67 გაიმარჯვეს
და ფინალის საგზური მოიპოვეს. გორელები კი მე-3 ადგილისთვის „არმიას“ შეხვდებიან.
„ჰიუნდაის“ 26 ქულით აკაკი ფიფიამ ულიდერა. 16 ქულა და 11 მოხსნა ლევან თავხელიძის
ანგარიშზე დაგროვა, ხოლო ბერდია ქავთარაძემ და ირაკლი ქოჩიაშვილმა შეხვედრა 11-11 ქულით
დაასრულეს. „გორში“ 23 ქულით ოთარ მაჭავარიანი გამოირჩა. ტატო ოთიაშვილმა სტუმრებს
16 ქულა მიაშველა, ვოვა თავაქარაშვილის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი – 14 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა.
ზაზა1 – არმია 71:67
ჰიუნდაი – გორი 83:67