შედეგები გალერეა
დღეს თბილისსა და გორში 18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩები გაიმართა. პირველ სერიაში მეტოქეების დამმარცხებელმა ზაზა-1-მა და ჰიუნდაიმ მეორე შეხვედრები დათმეს გორთან და არმიასთან. შესაბამისად, ფინალისტების ვინაობას სერიის მე-3 მატჩები გამოავლენს.
ზაზა-1-მა პირველ თამაშში დიდი ანგარიშის სხვაობით – 82:53 დაამარცხა არმია, თუმცა მეორე თამაშში დაძაბულ ბრძოლაში არმიელებმა მოახერხეს რევანშის აღება და 2-ქულიანი სხვაობით ძლიეს მეტოქეს – 60:58. მეორე ნახევარფინალურ წყვილს რაც შეეხება, 1-ელ სერიაში 20 ქულით გორის დამმარცხებელმა ჰიუნდაიმ (73:53) მეორე სერია სტუმრად გორში ადგილობრივ გუნდთან 70:74 დათმო და ამ ნახევარფინალურ წყვილშიც სერია მესამე, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა.
18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალის მე-3, გადამწყვეტი მატჩები 15 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 11:45 და 17:00 საათზე გაიმართება.