პლეიაუტი: ნაკრებმა სამედიცინოსთან იმარჯვა

პლეიაუტი: ნაკრებმა სამედიცინოსთან იმარჯვა

18-წლამდელთა პლეიაუტის ერთის მატჩი შედგა ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის
დარბაზში, სადაც 13-14 ადგილებისთვის ერთმანეთს სამედიცინო და ნაკრები 97 დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა,
რომელმაც მეტოქე დამაჯერებლად, 78:54 დაამარცხა და მე-13 ადგილი მოიპოვა. მატჩის საწყისი ათწუთეული კადეთთა  დიდი უპირატესობით წარიმართა, რომელიც პერიოდში
20 ქულით დაწინაურდა და პირველ ტაიმში 41:21 იმარჯვა. მეორე ნახევარში სამედიცინომ
მეტოქესთან პრაქტიკულად ვერაფერი გააწყო და მე-14 ადგილს დასჯერდა. თსსუ-ს 28ქულა გიორგი
რაზმაძემ შესძინა, ხოლო ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო სოსო მაჭავარიანი აღმოჩნდა,
როემლმაც საკუთარ გუნდს 15 ქულა შესძინა.