პლეიაუტში სოხუმმა და აკადემიამ იმარჯვეს

პლეიაუტში სოხუმმა და აკადემიამ იმარჯვეს

18-წლამდელთა პლეიაუტის ორი მატჩი გაიმართა ვაკეში მდებარე
საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, სადაც ერთმანეს ,,სოხუმი“ – აკადემია 2 და აკადემია
– ,,მარნეული“ დაუპირისპირდნენ.

 სოხუმისა და
აკადემია 2 ის მატჩი სოხუმელთა გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქე  61:50 დაამარცხა.  

შეხვედრის პირველი პერიოდი აკადემიელთა სასარგებლოდ
წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედში სოხუმელებმა გამოასწორეს თამაში და  დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ
– 21:18.  საინტერესო გამოდგა მესამე მეოთხედი,
რომელიც ,,ზღვისპირელთა“ მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა დასკვნით მეოთხედში
,,სოხუმმა“ საბოლოო გატეხა მეტოქე და მატჩში დამაჯერებლად იმარჯვა.

 აკადემია
2-ს 17 ქულა ნიკა ბაქრაძემ შესძინა, რომელმაც 9 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე
ერთადერთი მოხსნა დააკლდა, ხოლო 10 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი ბადრი ჭიღვარიამ
შეასრულა.  

სოხუმის გუნდს 15 ქულით გუგა ძიძიგურმა ულიდერა, ხოლო14
ქულითა და 21 მოხსნით ორმაგი დუბლი ოთო ბულიავას ანგარიშზეა.

საინტერესო გამოდგა აკადემიისა და ,,მარნეულის“დაპირისპირებაც,
სადაც აკადემიამ მეტოქე 59:42 დაამარცხა. შეხვედრის პირველი ნახევარი აკადემიელეთა
უპირატესობით წარიმართა (30:28), თუმცა მესამე მეოთხედში ,,მარნეული“ აქტიურად ათამაშდა
და  აღნიშნული პერიოდის მიწურულს  ფრე – 40:40 დააფიქსირა. დასკვნით მეოთხედში აკადემიამ
მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა, დაცვაში ჩინებულად გაისარჯა და მატჩში სოლიდური სხვაობით
იმარჯვა. ,,მარნეულის“ რიგებში 14 ქულით გიორგი მინაძე გამოირჩა, ხოლო აკადემიელებს
17 ქულით ბექა დარახველიძემ ულიდერა. ორმაგი დუბლი მიითვალა ვაკა ბიჭაშვილმა, რომელმაც
12 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა.

 მაშა ასე ,
5-6 ადგილებისთვის სოხუმი – აკადემია 1 იბრძოლებენ, ხოლო აკადემია 2 და მარნეული
7-8 ადგილებს გაინაწილებენ.  

სოხუმი – აკადემია 2

აკადემია – მარნეული