პლეიოფს მიღმა “მართვემ” იმარჯვა

პლეიოფს მიღმა “მართვემ” იმარჯვა

დასრულდა იმ გუნდების მინი–ტურნირი, რომლებიც პლეი ოფის პირველი
წრიდან, ანუ მეოთხედფინალიდან გამოვარდნენ. ასეთი 4 გუნდი იყო, რომლებმაც 5–8
ადგილები გაინაწილეს.

მეხუთე ადგილი, ანუ საუკეთესო შედეგი ხათუნა გაბედავას „მართვემ“
აჩვენა, რომელმაც ჯერ „დინამოს“ მოუგო, ხოლო შემდეგ, მე–5 ადგილისთვის მატჩში
დაძაბულ ბრძოლაში მოუგო „რუსთავს“.

მართველები მთელი შეხვედრა აგებდნენ, თუმცა ყველაფერი ბოლო მეოთხედში
გადაწყდა, რომელიც გაბედავას შეგირდებმა 26:11 მოიგეს და საბოლოოდ 3 ქულის
სხვაობით – 89:86 იმარჯვეს.

„მართვეს“ ულიდერა გიორგი გაბისონიამ, რომელმაც 25 ქულა და 8 მოხსნა
მიითვალა, თუმც გუგა აბდუშელიშვილიც მოწოდების სიმაღლეზე იყო და 18 ქულას მოუყარა
თავი. გუგა მესხმა ორმაგი დუბლი გაიფორმა – 14 ქულა, 10 მოხსნა.

მე–7 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს „დინამო“ და „ჰიუნდაი“ შეხვდნენ. შეხვედრა
გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ჰიუნდაელთა 5–ქულიანი გამარჯვებით
დასრულდა. დინამოელმა ირაკლი ალხანაიძემ 36 ქულა მიითვალა, თუმცა მისმა გუნდმა
მაინც ვერ მოიგო. ჰიუნდაელთა ლიდერებმა უფრო დამაჯერებლად ითამაშეს გადამწყვეტ
წუთებში და მე–7 ადგილი ავტომობილისტთა გუნდს ერგო.

„ჰიუნდაიში“ გამოირჩა ბექა ღუდუშაური, რომელმაც სეზონის რეკორდი
დაამყარა პასების გაცემაში. მან ამ შეხვედრაში 16 პასი მიითვალა და ბურთი მხოლოდ ერთხელ
დაკარგა. უნდა აღინიშნოს, რომ სეზონის მომდევნო 2 საუკეთესო შედეგიც მას ეკუთვნის.
ღუდუშაურმა აქამდე ორჯერ გამოიმუშავა 13 პასი და მთლიანობაში ის ამ მაჩვენებელში ლიგას
ლიდერობს – საშუალოდ 7,6 პასი მატჩში.

სტატისტიკა: “ჰიუნდაი” – “დინამო”  “მართვე” – “რუსთავი”