ქუთაისი ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა

ქუთაისი ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა

18-წლამდელთა ჩემპიონატის  ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში ,,ქუთაისისა“
და შსს აკადემიის დაპირისპირება გაიმართა,

სადაც ქუთაისელებმა საკუთარ მოედანზე მეტოქე
დამაჯერებლად – 95:80 დაამარცხეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.  

მატჩის საწყისი წუთები სტუმართა სასარგებლოდ დაიწყო,
თუმცა ქუთაისელბი მალევე გააქტიურდნენ და პირველი პერიოდის ბოლოს 27:22 დაწინაურდნენ.
შეხვედრის მეორე მეოთხედი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა, რომლებმაც ჩინებულად
იასპარეზეს როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში და ტაიმში სოლიდური სხვაობით, 60:37
იმარჯვეს.

 მესამე მეოთხედში
,,ქუთაისმა“ კვლავ მობილიზებულად ჩაატარა და ანგარიშში სხვაობაც კიდევ უფრო გაზარდა
– 84:55.  შსს აკადემიამ დასკვნით მეოთხედში
ვეღარაფერი გააწყო და  მეტოქეს სერიაში – 0:1
ჩამორჩა.  

 ,,ქუთაისის“
 შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა
მოთამაშემ მიითვალა – ნოდარ გოგოძემ 29 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა, ხოლო გიორგი ცირეკიძემ
12 ქულა და 16 მოხსნა. აკადემილეთა მხრიდან 27 ქულით ნუგზარ აბულაძე გამოირჩა, ხოლო
10 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი შოთა გელაზონიამ  შეასრულა.   

 შეგახსენებთ,
რომ 18-წლამდელთა ნახევარფინალური სერიის განემორებითი მატჩი შსს აკადემიასა და ,,ქუთაისს“
შორის  1 მაისს ვაკეში მდებარე საკალათბურთო
აკადემიის დარბაზში 14:00 საათზე გაიმართება.