ქუთაისი ფინალშია

ქუთაისი ფინალშია

18-წლამდელთა ნახევარფინალური სერიის მესამე გადამწყვეტი
მატჩი ,,ქუთაისსა“ და ,,ავერსს“ შორის, რომელიც ქუთასში გაიმართა, მასპინძელთა გამარჯვებით,ანგარიშით 91:80 დასრულდა. ქუთათურებმა ავერსელებს სერია 2:1 მოუგეს

და ფინალური საგზური
მოიპოვეს. გამარჯვებულებს 29 ქულით ლევან გრძელიძემ ულიდერა, ხოლო 12 ქულითა და 11
მოხსნით ორმაგი დუბლი გიორგი ცირეკიძემ მიითვალა. ,,ავერსის“ შემადგენლობაში  საუკეთესო გახლდათ ლერი კვანტალიანი, რომელმაც ორმაგი
დუბლი შეასრულა – 21 ქულა და 17 მოხსნა.

ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ფინალში ერთმანეთს
ქუთაისისა  და სოხუმის გუნდები დაუპირისპირდებიან.

 შეგახსენებთ,
რომ ფინალური სერია ორ მოგებამდე გაგრძელდება.