ქუთაისის იოლი გამარჯვება

ქუთაისის იოლი გამარჯვება

სტატისტიკა 

დღეს 18-წლამდელთა ჩემპიონატის ერთ მატჩს ქუთაისმა უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ,,მარნეულის ინტერი” მიიღო.
მასპინძლებმა ყოველგვარი გართულების გარეშე, დიდი სხვაობით დაამარცხეს მეტოქე – 80:32.

ქუთაისელებს 20 ქულით დავით წივწივაძემ ულიდერა, ვაჩე ჭელიშვილს 13 ქულა ჰქონდა, ორმაგი დუბლი მიითვალა რომა ლაღიძემ – 12ქულა, 11მოხსნა, გიგი ვადაჭკორიას ანგარიშზე კი 10 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.

მარნეულელთა რიგებში 13 ქულით დავით სარქისიანი და 12 ქულით ბიძინა შამფრიანი გამოირჩნენ.
18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები 27 ნოემბერს თბილისში, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება.