ქუთაისისა და შსს აკადემიას გამარჯვებები

ქუთაისისა და შსს აკადემიას გამარჯვებები

18-წლამდელთა 
ჩემპიონატის მორიგი ტურის მორიგი მატჩი შედგა ვაკეში მდებარე აკადემიის დარბაზში,
სადაც მარნეულის ,,ინტერმა“ ქუთაისს“ უმასპინძლა და 57:95 მარცხი განიცადა.

შეხვედრა
თავიდანვე ,,ქუთათურთა“ სასარგებლოდ წარიმართა, რომელთაც მატჩის საწყის წუთებში მოპოვებული
უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნეს 
და მეტოქეს დიდი სხვაობით სძლიეს. 

 ,,მარნეულს“
16 ქულა გიორგი მინაძემ შესძინა, ხოლო ,,ქუთაისის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლით თავი
ერთბაშად ორმა მოთამაშემ გამოიჩინა. ზეზვა ლილუაშვილმა 22 ქულა და 12 შედეგიანი გადაცემა
მიითვალა, ხოლო უჩა გამრეკლიძემ 10 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა.

,,თელავმა“ მორიგი მატჩი შსს აკადემიასთან გამართა და
48:103 განადგურდა. შსს -მ ყველა კომპონენტში აჯობა მეტოქეს და  იოლად გამარჯვება მოიპოვა. აკადემიელებს 19 ქულით
ნუგზარ აბულაძემ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშდა სამმა მოთამაშემ გაიფორმა. არჩილ
პულუზაშვილმა 12 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა, თორნიკე ჟორჟოლიანმა – 14 ქულა და 11
მოხსნა, ხოლო შოთა გელაზონიამ საკუთარ გუნდს 10 ქულა და 12 მოხსნა შესძინა.

 ,,თელავის“
მხრიდან 16 ქულა ჯუმბერ ყვარელაშვილის ანგარიშზეა,  ხოლო 10 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლით
თავი რევაზ ხაჩიძემ გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა მორიგი ტურის ორი მატჩუ
ხვალ რუსთავსა და ბათუმში გაიმართება. ,,ბათუმი“ აკადემია 2-ს  15 საათზე მიიღებს, ხოლო ,,რუსთავი“ ჰიუნდაის 13:00
საათზე დაუპირისპირდება. 

მარნეული – ქუთაისი

შსს აკადემია – თელავი