18-წლამდელთა მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა ,,დინამოს“
საწვრთნელ ბაზაზე. დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ,,ორბი“ და ,,ქუთაისი“ დაუპირისპირდნენ.
მატჩი ქუთაისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 90:64 დასრულდა.
მასპინძელთაგან ორმაგი დუბლით,
22 ქულითა და 12 მოხსნით ლევან ლოლიშვილი გამოირჩა, ხოლო ,,ქუთაისის“ რიგებში ორმაგი
დუბლი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა მიითვალა.
31 ქულა და 20 მოხსნა დიტო დვალიშვილის ანგარიშზეა, ხოლო 11 ქულა და 14 მოხსნა გიორგი ცირეკიძემ მოაგროვა.
ტურის მეორე შეხვედრაში ,,სოხუმმა“ ,,ფოთს“
უმასპინძლა და მეტოქე 91:61 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში
სამმაგი დუბლით რეზო როგავა გამოირჩა, რომელმაც 19 ქულა, 11 მოხსნა და 10 პასი მიითვალა,
ხოლო ორმაგი დუბლი გიორგი ორმოცაძის ანგარიშზეა – 10 ქულა და ამდენივე მოხსნა. რაც შეეხება ,,ფოთს“, მის შემადგენლობაში საუკეთესო ორმაგი
დუბლით, 35 ქულითა და 14 მოხსნით კახაბერ ჯინჭარაძე გახლდათ.