18-წლამდელთა მე-6 ტური 2 მატჩში შედგა რუსთავსა და ქუთაისში.
ადგილობრივმა რუსთავის გუნდმა შინ ,,ნიკეა“ მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით,
111:46 დაამარცხა.
მასპინძლებმა თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს მეტოქეს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს. ქვემოქართლელებს
20 ქულით ერეკლე ლორთქიფანიძემ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა
მიითვალა: თორნიკე ხატიაშვილმა 18 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა, ხოლო ლევან ურიდიას
ანგარიშზე 10 ქულა და 12 მოხსნაა.
,,ნიკეას“ გუნდში კი ორმაგი დუბლი საბა კუპრაშვილმა
(10 ქ.11მ) და ვოვა ბულიგინმა(14ქ.14მ) შეასრულეს.
,,ქუთაისმა“ ,,თელავს“ უმასპინძლა და საკუთარ მოედანზე
მეტოქეს 96:50 სძლია. იმერლებმა ყველა პერიოდში დაამარცხეს თეალვის გუნდი და დიდი სხვაობით იმარჯვეს.ქუთათურებს 9 ქულით დავით
ქარციძემ ულიდერა, ხოლო სტუმართა შემადგენლობაში 17 ქულით რევაზ ხაჩიძე გამოირჩა. ორმაგი დუბლი მიითვალა ოთარ ამონაშვილმა,
რომელმაც 15 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა.