ქუთაისმა მარნეული უშანსოდ დაამარცხა

ქუთაისმა მარნეული უშანსოდ დაამარცხა

18-წლამდელთა მორიგი ტურის მატჩი გაიმართა ქუთაისში,
სადაც ადგილობრივმა ,,ქუთაისმა” საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით, 105:48 სძლია მარნეულის
,,ინტერს”. 
მასპინძლებმა ყველა კომპონენტში
აჯობეს მარნეულის გუნდს და მეტოქე ყოველგვარი შანსის გარეშე დაამარცხეს.

მოგებულებს უჩა გამრეკლიძემ ულიდერა, რომელმაც 23 ქულითა
და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო მარნეულის შემადგენლობაში ვახტანგ ბერიძე
გამოირჩა, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე 19 ქულა მიითვალა.