ქუთაისმა პირველი წრე წაუგებლად ჩაამთავრა

ქუთაისმა პირველი წრე წაუგებლად ჩაამთავრა

18-წლამდელთა ბოლო
ტურის მე-7 ტურის  ერთი მატჩი შედგა ქუთაისში,
სადაც ადგილობრივმა ,,ქუთაისმა“ შსს აკადემიას უმაპინძლა და  დაძაბულ 
ბრძოლაში მეტოქე 97:83 დაამარცხა.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო,  იმერლებმა მატჩის პირველ ნახევარში სოლიდური უპირატესობა
მოიპოვე ს და დიდ შესვენებაზე წინ 55:42 გავიდნენ. მეორე ნახევარში შსს გააქტიურდა
და პერიოდში 3 ქულით იმარჯვა(17:14), თუმცა დასკვნით მეოთხედში  ქუთაისელებმა მეტოქეს არ  დაუთმეს და მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისელებმა 18-წლამდელთა მიმდინარე სეზონის პირველი წრე წაუგებლად
ჩაამთავრეს და საკუთარი ქვეჯგუფის სატურნირო ცხრილში 12 ქულით პირველ ადგილს იკავებენ.  რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, 5 მატჩიდან
4 მოგებითა და 1 წაგებით ცხრილში მეორე ადგილზე 
იმყოფება.

,,ქუთაისს“ ულიდერა
ნოდარ გოგოძემ, რომელმაც 30 ქულითა და 11 მოხსნით 
ორმაგი დუბლი მიითვალა. ორმაგი დუბლი შეასრულა  ზეზვა  ლილუაშვილმაც,
რომელმაც 10 ქულა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა 
დააგროვა. შსს  აკადემიის შემადეგნლობაში
ლევან ლოლიშვილი გამოირჩა, რომელიც 18 ქულითა 13 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

 18-წლამდელთა ჩემპიონატის  პირველი წრის დასკვნითი შეხვედრა 23 დეკემბერს ბათუმში  შედგება, 
სადაც  ადგილობრივი ,,ბათუმი“ საკუთარ
მოედანზე  ,,რუსთავს“ უმაპინძლებს.