სტატისტიკა
18-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას დღეს ქუთაისმა უმასპინძლა. ადგილობრივმა გუნდმა რუსთავი
2 მიიღო და დიდი სხვაობით – 99:63 დაამარცხა მეტოქე.
მასპინძლებმა
უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს. საწყისი ათწუთეულის 8 ქულით მოგების შემდეგ
(28:20) ქუთაისმა მეორე პერიოდი 23:8 მოიგო, დიდი შესვენებისთვის საიმედო, 23-ქულიანი
ლიდერობა მოიპოვა და თამაშის ბედიც, ფაქტობრივად, გადაწყვიტა. მესამე პერიოდში რუსთაველები
ისევ ვერაფერს გახდნენ, თანაბარი მხოლოდ ბოლო მეოთხედი აღმოჩნა, რომელიც ქუთაისლებმა
მხოლოდ 2 ქულის სხვაობით(23-21) მოიგეს, თუმცა ამას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.
გამარჯვებულებს
32 ქულით და 9 მოხსნით გიგი ვადაჭკორიამ ულიდერა, ორმაგი დუბლი გაიფორმეს ვიტალი ცქიფურიშვილმა
(18 ქულა, 11 პასი) და რატი ნუცუბიძემ (15 ქულა, 12 მოხსნა).
რაც
შეეხება რუსთაველებს, მათ რიგებში საუკეთესო დიმიტრი მეტრეველი იყო 17 ქულით, 16 ქულით
და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა გიორგი ბექაურმა, აჩიკო ღვალაძემაც შეხვედრა
16 ქულით დაასრულა.