ქუთაისმა სერია გაათანაბრა

ქუთაისმა სერია გაათანაბრა

 18–წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერიის განმეორებითი მატჩი ,,ქუთაისსა” და ,,სოხუმს” შორის, რომელიც ქუთაისში გაიმართა, 

 მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. ,,ქუთაისმა” საკუთარ მოედანზე ,,სოხუმს” ანგარიშით 82:63 სძლა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ,,ქუთაისის” შემადგენლობაში ორმაგი დუბლი  ერთბაშად სამმა კალათბურთელმა მიითვალა: გიორგი ცირეკიძემ(26ქ.21მ), დიტო დვალიშვილმა(18ქ.12მ) და თემურ ფხაკაძემ(12ქ.15მ). სოხუმელთა რიგებშისაუეკთესო 23 ქულით ალეკო ჩოჩია გახლდათ, 10 ქულითა და 11 მოხსნით კი ორმაგი დუბლი გეგა მესხის ანგარიშზეა. 
შეგახსენებთ, რომ ფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება და მესამე გადამწყვეტი შეხვედრა ,,სოხუმსა” და ,,ქუთაისს” შორის თბილისში შედგება.