რუსთაველთა ზეობა რუსთავში

რუსთაველთა ზეობა რუსთავში

დღეს თბილისსა და
რუსთავში 18-წლამდელთა
ჩემპიონატის მატჩები გაიმართა . საკალათბურთო აკადემიამ ჰიუნდაელთა დერბის უმასპინძლა. 

ერთმანეთს პირველი და მეორე გუნდები შეხვდნენ, ხოლო რუსთავში 2 შეხვედრა ჩატარდა: რუსთავი
2-მა
აკადემია 2-ს
უმასპინძლა, ხოლო რუსთავი 1-მა 1997 წლამდე დაბადებულთა ნაკრებს, რომელიც ტურნირში
კონკურსგარეშე გამოდის.ჰიუნდაის პირველმა
გუნდმა იოლად დაამარცხა მეორე – 87:66. გამარჯვებულებს 32 ქულით სანდრო სანაძემ ულიდერა,
ხოლო ლუკა ზაქრაძემ 23 მოიხვეჭა.

რუსთავი 2–ისა და
აკადემია 2–ის შეხვედრა შედარებით საინტერესო გამოდგა. მასპინძლებმა თავიდან სოლიდური
ლიდერობა მოიპოვეს, მაგრამ ირაკლი ტომარაძის შეგირდება დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა
3 ქულამდე შეამცირეს. აკადემიელებს ძალები ბოლომდე არ გასწვდათ და რუსთავი 2–მა
58:47 იმარჯვა. ქვემოქართლელთაგან 15 ქულით ბომბარდირი ნუგზარ ტაბაღუა გახდა, ხოლო
„აკადემიაში“ ყველაზე მეტი, 10 ქულა, ჯანო ბერაიამ მოაგროვა.

მესამე მატჩში ბრძოლა
არ შედგა. 16–წლამდელთა ნაკრებმა რუსთავი 1–ს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ასაკში სხვაობამ
თავისი გაიტანა, თან ისიც სათქმელია, რომ რუსთაველებს საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ
და მიმდინარე ჩემპიონატის მოგების ერთ–ერთ მთავარ კანდიდატებად მიიჩნევიან.

რუსთაველთაგან
27 ქულითა და 8 ჩაჭრით გიორგი დვალი გამოირჩა, რომელმაც ნაკრებს 5 სამქულიანი ჩაუგო.
19–19 ქულა დააგროვეს ერეკლე ლორთქიფანიძემ და თორნიკე ქიტოშვილმა, დამარცხებულთაგან
კი 10–ქულიანი ზღვარი მხოლოდ დავით ლომიძემ (14) დაძლია.