რუსთავი მე-3 ადგილის მფლობელია

რუსთავი მე-3 ადგილის მფლობელია

სტატისტიკაგალერეა18-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაო პრიზიორი ცნობილია.
სპორტკომპლექს არენაში მე-3 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს „ჰიუნდაი“ და „რუსთავი“ შეხვდნენ.
გამარჯვება ქვემოქართლურ გუნდს დარჩა, რომელმაც სეზონი მე-3 საპრიზო ადგილზე დაასრულა.

რუსთაველებმა ნახევარფინალი „აკადემიასთან“ 0:2 წააგეს,
ხოლო „ჰიუნდაიმ“ „შსს-აკადემიასთან“ სერია 1:2 დათმო. მე-3 ადგილისთვის მატჩს ფავორიტი
არ ჰყოლია, რომელმა გუნდმაც კარგად ითამაშა, გამარჯვებაც იმას დარჩა. შეხვედრა საკმაოდ
დაძაბული გამოვიდა. მართალია, რუსთაველები თითქმის მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობდნენ,
თუმცა შეხვედრის ბედი ბოლო წუთებამდე გაურკვეველი იყო.

გადამწყვეტ წუთებში ოთარ ხმელიძის და დავით მაჭავარიანის
გაწვრთნილმა ქვემოქართლელებმა მეტი მობილიზება და სიზუსტე გამოავლინეს, რომლებმაც საბოლოოდ
71:62 გაიმარჯვეს. რუსთაველებს 28 ქულით გიგი გოგობერიშვილმა ულიდერა, 18 ქულა და
15 მოხსნა გუგა პატაშურის ანგარიშზეა, 16 ქულა და 12 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ირაკლი
წიქარიშვილმა.

მატჩის შემდეგ მე-3 ადგილის მფლობელი რუსთაველები მედლებითა
და შესაბამისი სიგელებით ვეტერანმა კალათბურთელებმა – ანტონ კაზანჯიანმა, გივი ბიჭიაშვილმა
და ვალერი ლომაძემ დააჯილდოვეს.