სტატისტიკა
გალერეა
18-წლამდელთა
ჩემპიონატის პლეი ოფი დღეს რუსთავში დაიწყო, სადაც მეოთხეფინალური სერიის პირველი შეხვედრა
ადგილობრივ გუნდსა და ,,არმიას’’ შორის გაიმართა.
მატჩი საკმაოდ
საინტერესო და სანახობრივი გამოდგა, სამი პერიოდი თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ბოლო
პერიოდის საწყის 5 წუთეულში კი რუსთაველებმა 10-ქულიანი უპირატესობის მოპოვება მოახერხეს
– 64:54. ,,არმიის’’ კალათბურთელებმა სხვაობის შემცირება შეძლეს, თუმცა დაძაბულ ბრძოლაში
მასპინძლებმა 68:64 იმარჯვეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.
რუსთაველებს
25 ქულით ნუგზარ ტაბაღუამ ულიდერა, დავით ბარამიძემ 16 ქულა დააგროვა, დიმიტრი ჩიჩუამ
კი შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.
არმიელთა რიგებში
საუკეთესო მამუკა ბაზუაშვილი იყო 20 ქულა-12მოხსნით, თორნიკე გაგუამ გუნდს 12 ქულა
შესძინა, სოსო მაჭავარიანმა კი – 11.
მეოთხედფინალური
სერია 2 მოგებამდე გრძელდება, ამ გუნდების საპახუხო შეხვედრა 10 აპრილს, საკალათბურთო
აკადემიის დარბაზში 15:15 საათზე დაიწყება.