რუსთავი ნახევარფინალშია

რუსთავი ნახევარფინალშია

18-წლამდელთა პლეიოფის
მატჩში ერთმანეთს ,,რუსთავი“ – ,,მარნეული“ დაუპირისპირდნენ. ,,ქვემოქართლელთა” დერბი
რუსთაველთა გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც მეტოქე იოლად 88:64 დაამარცხა და ნახევარფინალის
საგზური მოპოვა.

 ,,რუსთავმა“ მატჩი თავიდანვე
დამაჯერებელად დაიწყო, მარნეულის გუნდს ყველა პერიოდში აჯობა და მატჩში დიდი სხვაობით
იმარჯვა.

მარნეულის გუნდს 18 ქულა და გიორგი მინაძემ შესძინა,
ხოლო ,,რუსთავის“ შემადგენლობაში 20 ქულით საუკეთესო ლევან ურიდია იყო, რომელმაც 9
მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა. 12 ქულითა და 10 მოხსნით
ორმაგი დუბლი კი ურიდიას თანაგუნდელმა გიორგი ოქროჭელიძემ შეასრულა.  

 18-წლამდელთა
ნახევარფინალში ფინალური საგზურითვის ,,ქუთაისი“ – შსს აკადემია და ,,რუსთავი“ ,,ჰიუნდაი“
იბრძოლებენ, ხოლო პლეიაუტში 7- 8 და 5-6 ადგილებს ,,სოხუმი“  აკადემია 2 და აკადემია – ,,მარნეული“ გაინაწილებენ.