18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური განმეორებითი
მატჩი შედგა აკადემიის საკალათბურთო დარბაზში, სადაც ფინალური საგზურისთვის ერთმანეთს
ჰიუნდაისა და რუსთავის გუნდები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ,,რუსთავის“ მოგებით დასრულდა,
რომელმაც მეტოქე დამაჯერებლად 81:66 დაამარცხა, სერიაში 2:0 იმარჯვა და ფინალური საგზური
მოიპოვა.
რუსთვალებმა მატჩი თვაიდავე დამაჯერებლად დაიწყეს და
პირველ ტაიმში სოლიდური სხვაობით, 40:26 დაწინაურდა. ,,ქვემოქართლელები“ მესამე მეოთხედში კიდევ უფრო
აქტიურად ათამაშდნენ, მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცეს მოპოვებული უპირატესობა
კიდევ უფრო გაიმყარეს – 67:39. დასაკვნით მეოთხედში რუსთაველები კვლავ ჩინებულად გაისარჯნენ
როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
ჰიუნდაის შემადგენლობაში
ორმაგი დუბლით, 29 ქულიტა და 10 მოხსნით თავი სანდრო ბოლქვაძემ გამოიჩია, ხოლო რუსთავის
რიგებში 22 ქულით საუკეთესო გიორგი დვალი იყო. ორმაგი დუბლი შეასრულა დვალის თანაგუნდელმა
ლევან ურიდიამ, რომლის ანგარიშზეც 21 ქულა და 16 მოხსნაა.
მატჩის შემდეგ
ორივე გუნდის მწვრთნელებს, ირაკლი მებურიშვილსა და ნიკო ჩერქეზიშვილს გავესაუბრეთ,
რომლებმაც შემდეგი კომენტარები გააკეთეს.
ირაკლი მებურიშვილი
(რუსთავის მწვრთნელი): გავაანალიზეთ წინა თამაშის შეცდომები
და დღევანდელ მატჩში ჩვენი ხარვეზები გამოვასწორეთ. სასურველ შედეგს დაცვაში და თავდასხმაში
მეტად მობილიზებული და თავდაჯერებული თამაშის ხარჯზე მივაღწიეთ. რისთვისაც მინდა დიდი
მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს.
დიდი გავლენა იქონია გიორგი დვალისა და ერეკლე ლორთქიფანიძის
შორეულ ტყორცნებსაც. ,,რუსთავი“ ძირითადად 1995 წელს დაბადებული ბავშვებითაა დაკომპლექტებული, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა ძალიან იყოჩაღეს და ფინალამდე მივიდნენ,
მაგრამ ეს არ არის ჩვენი მაქსიმაუმი. ფინალი ძალიან დაძაბული და რთული იქნება, მაგრამ
ჩვენი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.
რაც შეეხება
წლევანდელ სეზონს, მას ძალიან დადებითად შევაფასებდი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მეოთხედფინალი
არ უნდა გრძელდებოდეს ერთ მოგებამდე. ამის გამო ძალიან კარგი გუნდები დაიჩაგრნენ, რომლებმაც
თავიაანთი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინეს – მაგალითად ,,სოხუმი“ და ,,აკადემია“
გუნდები. ვფიქრობ, მეოთხედფინალში გუნდებს აუცილებლად უნდა მიეცეთ შანსი და უძლიერესი
გამოვლინდეს.
ნიკო ჩერქეზიშვილი
(ჰიუნდაის მწვრთნელი): ბოლო რამდენიმე მატჩში ძალიან დაუძლურებულნი ვართ და არც სათადარიგო
სკამი გვიწყობს ხელს. მეტოქეს ტემპით გვაჯობა. ვერც ერთხელ ვერ მოვახერხეთ მათი გასწრება.
ოთხივე პერიოდში ზონური დაცვა ითამაშეს და
წინა შეხვედრის მსგავსად ვერაფერი გავაწყეთ. სამწუხაროდ, საფინალოდ მზად არ ვიყავით.
რაც შეეხება წლევანდელ ჩემპიონატს, ვთლი რომ სუპერლიგის
დამსახურებით წელს გაცილებით უკეთესი გუნდები ჩამოყალიბდა, მაგრამ თუ საერთაშორისო
ასპარეზზე ვერ გავედით და მასში აქტიურად არ ჩავერთეთ, ვერ შევძლებთ კალათბურთში მოწინავე
ქვეყნების დაწევას. მიმაჩნია, რომ ასაკობრივი ჩემპიონატი სუპერლიგის
დონეზე უნდა იდგეს და ბავშვთა კალათბურთის განვითარებას მაქსიმალური ყურადღება მიექცეს.