რუსთავი1 ნახევარფინალში იოლად გავიდა

რუსთავი1 ნახევარფინალში იოლად გავიდა

„რუსთავი 1“ პირველი ნახევარფინალისტია. რეგულარული ჩემპიონატის
მომგებმა გუნდმა მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრაც
მოუგო „რუსთავი 2“-ს და საერთო ანგარიშით – 2:0 საუკეთესო ოთხეულში შეაბიჯა.

 რუსთავული დერბი თავიდანვე პირველი გუნდის უპირატესობით
დაიწყო და პერიოდიც მაჭავარიანიც გუნდის გამარჯვებით – 32:18 დასრულდა. დიდ შესვენებამდე
„რუსთავი 1“-მა ლიდერობა 16 ქულამდე გაზარდა და შემდეგ მოეშვა. მესამე მეოთხედში „რუსთავი
2“-მა 27:17 იმარჯვა და გადამწყვეტი მეოთხედის წინ ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა –
72:78.

 ბოლო პერიოდში ფავორიტად მიჩნეულმა „რუსთავი 1“-მა მთელი
ძალით შეუტია თანაქალაქელებს და შანსი არ დაუტოვა. მაჭავარიანის გუნდმა მეოთხედი
31:15 მოიგო და საბოლოოდ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – 99:78.

 გამარჯვებულთა შორის 23 ქულით და 18 მოხსნით შოთა ნარჩომაშვილი
გამოირჩა, 22 ქულა დააგროვა ერეკლე ლორთქიფანიძემ, ხოლო თორნიკე ხატიაშვილის ანგარიშზე
17 ქულა დაგროვდა. ამ სამეულზე არანაკლებ სარგებლიანი იყო თორნიკე ქიტოშვილი, რომელმაც
სამმაგი დუბლი – 15 ქულა, 10 ქულა, 10 მოხსნა – მიითვალა. „რუსთავი 2“-ში 25 ქულით
ნუგზარ ტაბაღუა გამოირჩა, ხოლო 22 ქულით და 13 მოხსნით თავი დავით ბარამიძემ გამოიჩინა.

 „რუსთავი 1“ ნახევარფინალშია და ელის „ქუთაისსა“ და
„აკადემიას“ შორის გამარჯვებულს. ამათ შორის მეოთხდფინალურ სერიაში აკადემიელები იგებენ.
რუსთავი 2 – რუსთავი 1     78:99