18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები დღეს
რუსთავსა და ქუთაისში გაიმართა. ,,რუსთავმა“ საკუთარ მოედანზე ,,სოხუმს“ უმასპინძლა
და მეტოქე დიდი სხვაობით, 87:64 დაამარცხა.
მატჩის პირველ ნახევარში მოპოვებული უპირატესობა
,,ქვემოქართლელებს“ ხელიდან აღარ გაუშვიათ, მეორე ტაიმში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს
და მატჩი იოლი გამარჯვებით დაასრულეს. გამარჯვებულთა რიგებში 19-19 ქულა თორნიკე ქიტოშვილისა
და შოთა ნარჩომაშვილის ანგარიშზეა, ამ უკანასკნელმა კი 16 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი
დუბლის ავტორი გახდა. სოხუმელთა შემადგენლობაში
23 ქულით გუგა ძიძიგური გამოირჩა, ხოლო 16 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი ოთარ
ბულიავამ შეასრულა. ,,ქუთაისმა“ უმასპინძლა ,,ავერსს“ და მეტოქე 122:57 გაანადგურა.
აღსანიშნავია, რომ ,,იმერლებმა“ მიმდინარე
სეზონის გუნდური რეკორდი მოხსნეს, რომელიც მანამდე შსს აკადემიას ეკუთვნოდა (119 ქულა).
ქუთაისელთა შემადგენლობაში 22 ქულით საუკეთესო ნოდარ გოგოძე იყო, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად
ორმა მოთამაშემ მიითვალა: ზეზვა ლილუაშვილმა 10 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა დააგროვა,
ხოლო უჩა გამრეკლიძის ანგარიშზე 18 ქულა და 14 მოხსნაა.
რაც შეეხება ,,ავერსს“, მის რიგებში 15 ქულით ლუკა ოსკოპელი
გამოირჩა, ხოლო 11 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი ზურაბ შანშიაშვილმა შეასრულა.