რუსთავისა და ქუთაისის გამარჯვებები

რუსთავისა და ქუთაისის გამარჯვებები

18-წლამდელთა ჩემპიონატის
მორიგი ტურის მატჩები დღს რუსთავსა და ქუთაისში გაიმართა. რუსთავში ადგილობრივმა რუსთავი
2-მა ,,თელავს“ უმაპინძლა და მეტოქე 67: 52 დაამარცხა. 

შეხვედრის პირველი ნახევარი
საინტერესო გამოდგა. თელაველებმა თავდაპირველად თამაში კარგდა დაიწყეს და დიდ შესვენებაზე
6 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ –  30:24,
თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და მესამე მეოთხედის მიწურულს
წინ 47:36 გავიდნენ. დასკვნით მეოთხედში ,,ქვემოქართლელებმა“ კიდევ უფრო აქტიურად იასპარეზეს
და საკუთარ მოედანზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. 

რაც შეეხება კალათბურთელთა
მონაგარს, თელაველთა შემადგენლობაში ორმაგი დუბლით ორი მოთამაშე გამოირჩა. რევაზ ხაჩიძემ
16 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა, ხოლო გიორგი გურაშვილმა  – 13 ქულა და 10 მოხსნა.

 რუსთაველთა მხრიდან  საუკეთესო 
დავით ბარამიძე იყო, რომელმაც 18 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

  მორიგი შეხვედრა შედგა ქუთაისში, სადაც ერთმანეთს
ქუთაისისა და სამედიცინოს გუნდები დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა ,,მედიკოსებს“ იოლად
99:67 სძლიეს და მიმდინარე სეზონში რიგით მეორე გამარჯვება იზეიმეს.  თსსუ-ს 20 ქულა გიორგი რაზმაძემ შესძინა, ხოლო ქუთაისის
გუნდს ორმაგი დუბლით, 32 ქულითა და 10 მოხსნით უჩა გამრეკლიძემ ულიდერა.  გამრეკლიძეს მხარი დავით ქარციძემაც აუბა, რომლის
აქტივშიც 25 ქულა და 12 მოხსნა ირიცხება. 
შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები 15 ნოემბერს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში  გაიმართება.