18-წლამდელთა ჩემპიონატის
მორიგი ტური რუსთავში დასრულდა, სადაც ქვემოქართლელებმა
,,ბათუმს“უმაპინძლეს და მეტოქე დიდი სხვაობით, 109:76 დაამარცხეს.
შეხვედრა ,,რუსთავის“
უპირატესობით დაიწყო, რომელთაც თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს მეტოქეს და 7 მოგებითა და 1 მარცხით სატურნირო ცხრილში მეორე
ადგილზე დამკვიდრდნენ.
გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო 23 ქულით ერეკლე ლორთქიფანიძე
იყო, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად სამმა მოთამაშემ მიითვალა: თორნიკე ქიტოშვილმა(11ქ.
10პ), გიორგი ოქროჭელიძემ(10ქ.12მ) და შოთა ნარჩომაშვილმა(13ქ.11მ). ,,ზღვისპირელებს“
კი 30 ქულა ნიკა კოკობინძემ შეძინა, რომელმაც 9 მოხსნაც დააგროვა და ორმაგ დუბლამდე
1მოხსნა დააკლდა.
შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა ამავე ტურში ნაკრები-95
აკადემია 2-თან 48:67 დამარცხდა, ხოლო ,,ქუთაისმა“ აკადემიას 1-ს 85:62 აჯობა (http://u-18.ge/news.php?uin=163&lang=geo),
ხოლო ,,კარდინალი“ – ,,ნიკეასა“(88:58) და ,,ჰიუნდაი“- ,,სოხუმის“ (49:66) წყვილში
,,კარდინალმა“ და ,,სოხუმმა“ იმარჯვეს (http://u-18.ge/news.php?uin=164&lang=geo).
18-წლამდელები მორიგ ტურს 2-3 თებერვალს გამართავენ.