რუსთავმა და ქუთაისმა 18-წლამდელთა მატჩებს უმასპინძლეს

რუსთავმა და ქუთაისმა 18-წლამდელთა მატჩებს უმასპინძლეს

   რუსთავმა
დღეს 18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგ შეხვედრებს უმასპინძლა. მასპინძელთა პირველმა გუნდმა
მოგება გაიფორმა მართვე 3-თან 91:42. 

რუსთაველებმა უპირატესობა თამაშის დასაწყისშივე მოიპოვეს, პირველ ტაიმში კი სულაც 36-ქულიანი სხვაობა
დაიბევეს  და საბოლოო გამარჯვება აღარც გაურთულებიათ.

 მოგებულთა მხრიდან,
ყველაზე მეტი 21 ქულა თორნიკე ხატიშვილმა დააგროვა, ფარზე კი საუკეთესო საბა წურწუმია
იყო -16 მოხსნით.

მართვე 3-ს კი ორმაგი დუბლით (10 ქულა,10 მოხსნა ) გიგა
ხუჭუა დაეხმარა.

    მეორე თამაშის
საბოლოო ანგარიშში სხვაობა არანაკლები იყო, თუმცა აქ მასპინძლებს დღეს არ გაუმართლათ.
რუსთავი 2-სა და შსს დაპირისპირება ,,ძალოვანთა“ გამარჯვებით დასრულდა 80:50.

  ,,ძალოვნებს“
 22 ქულითა და 11 მოხსნით არჩილ პულუზაშვილმა
ულიდერა, ორმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში აგრეთვე ლევან გორდულაძემ-13 ქულა,10 მოხსნა.

   დამარცხებულთა
მხრიდან კი 1 ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე დათო ბარამიძეს-9 ქულა, 11 მოხსნა. 
18-წლამდელთა კიდევ ერთი შეხვედრა ქუთაისში შედგა, სადაც
ადგილობრივი გუნდის აკადემია 1-ს დაუპირისპირდა. მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა,
სადაც გამარჯვება საბოლოოდ ქუთაისელებმა მოიპოვეს – 106:92. მოგებულთაგან ორმაგი დუბლი
ერთბაშად სამმა მოთამაშემ მიითვალა: უჩა გამრეკლიძემ (38 ქულა, 10 მოხსნა), ირაკლი
მაცაბერიძემ (29 ქულა, 18 მოხსნა) და გუჯა ბირკაიამ (15 ქულა, 15 მოხსნა).

  რაც შეეხებათ აკადემიელებს, მათ შემადგენლობაში საუკეთესო
34 ქულით ბექა დარახველიძე იყო, ხოლო გიორგი ქართველიშვილს ორმაგ დუბლამდე ერთი ქულა
დააკლდა – 9 ქულა, 13 მოხსნა.