რუსთავმა და ქუთაისმა სეზონი მოგებით გახსნეს

რუსთავმა და ქუთაისმა სეზონი მოგებით გახსნეს

18-წლამდელთა ჩემპიონატი
რუსთავშიც დაიწყო, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი გუნდი თბილისის „მაკაბის“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა საკმაოდ სწრაფი და საინტერესო გამოდგა. 

ოთარ ხმელიძის გაწვრთნილმა რუსთაველებმა
87:75 დაამარცხეს სტუმრები, თუმცა აღსანიშნავია, რომ მაკაბელები მეტოქეს ბევრით არ
რჩებოდნენ და შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ.

ამის მთავარი მიზეზი „მაკაბის“ ცენტრალური თავდამსხმელი
მაიზერ რევაზაშვილი გახლდათ, რომელმაც მაღალი შედეგიანობა გამოავლინა. 41 ქულა, 24
მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება – ეს გახლდათ „მაკაბის“ 15 წლის (16–ის დეკემბერში ხდება)
კალათბურთელის მონაგარი. ერთადერთი ნეგატიური მომენტი ის 9 დაკარგვა იყო, რაც რევაზაშვილს
40–წუთიანი თამაშის შედეგად დაუგროვდა.

აღსანიშნავია, რომ მაკაბელებმა მთელი მატჩის განმავლობაში
მხოლოდ 1 სამქულიანი ესროლეს – ფრიდონ ღუღუნაშვილის შორეული ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა.
რაც შეეხებათ რუსთაველებს, მასპინძლებმა 50 სამიანიდან მეტოქის კალათში 11 მოათავსეს.

„მაკაბიში“ ორმაგი დუბლი შეასრულა ხვიჩა ხოსიტაშვილმაც,
რომელმაც 17 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც მასპინძლებს
დარჩათ, რომლებიც შედარებით მრავალფეროვნად თამაშობდნენ. რუსთაველებს 28 ქულით დიმიტრი
ჩიჩუამ ულიდერა, ხოლო ნუგზარ ტაბაღუას ანგარიშზე 26 ქულა იყო.

მატჩის ბოლოს გვარიანად
ჩამორჩენილმა მაკაბელებმა, ჩამორჩენის შემცირება ვერ მოახერხეს. 

 დედაქალაქს
მიღმა  კიდევ ერთი თამაში გაიმართა.  რუსთავის გარდა,  დღეს  ქუთაისმა ადგილობრივი გუნდისა და ჰიუნდაი2-ის დაპირისპირებას
უმასპინძლა.  ,,ქუთათურები“  მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდნენ, საკმაოდ სოლიდური
უპირატესობა მოიპოვეს, რაც  თამაშის ბოლომდე
შეინარჩუნეს. საბოლოო ანგარიში კი 95:54 დაფიქსირდა მასპინძელთა სასარგებლოდ.

    გამორჩეული
მოთამაშეების შესახებ: მოგებული გუნდიდან 32 ქულითა და 22 მოხსნით უჩა გამყრელიძე გამორჩა,
23 ქულა კი დათო კარციძის ანგარიშზეა. რაც შეეხება ჰიუნდაი 2-ს, 13 ქულა თეგა გეთიამ
ჩაიწერა აქტივში, 11 ქულა კი გიორგი მანჩხაშვილმა მოაგროვა.