რუსთავმა ნაკრები დაამარცხა

რუსთავმა ნაკრები დაამარცხა

 დიდ ინტერესს
იწვევდა 18-წლამდელთა მორიგი ტურის შეხვედრა, რომელიც რუსთავის ,,ქიმიკოსთა” დარბაზში
გაიმართა. ერთმანეთს ,,რუსთავი” და ,,ნაკრები-95” დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა
გამარჯვებით, ანგარიშით  81:73 დასრულდა.

რუსთველებმა
თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას. ნაკრები ბოლო პერიოდში
შეეცადა მეტოქეს დაწეულიყო,  თუმცა ვერფერს
გახდა და დამარცხდა. გამარჯვებულ გუნდს 25 ქულით ზაზა გაგნიძემ ულიდერა, ხოლო ორმაგი
დუბლი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა,  ბექა ზედელაშვილმა
(18ქ.18მ)  და ჯაბა არაბულმა (13ქ.13მ) მიითვალა.
რაც შეეხება ნაკრებს, მის შემადგენლობაში 13 ქულით ბექა დარახველიძე  გამოირჩა.