სტატისტიკა გალერეა
18-წლამდელთა ჩემპიონატის ერთ და საკმაოდ დაძაბულ მატჩს
უმასპინძლა რუსთავმა, სადაც სათამაშოდ 16-წლამდელთა ნაკრები ჩავიდა. ნიკოლო ჩერქეზიშვილის
გაწვრთნილი ნაკრები 2 წლით უფროსი ასაკის ჩემპიონატში გამოცდილების მისაღებად და შესათამაშებლად
თამაშობს და წლების წინ დანერგილი ეს პრაქტიკა ამართლებს.
რუსთავი – ნაკრები 70:63
16-წლამდელთა ნაკრები უფროსი ასაკის ჩემპიონატში ყველასთვის
ანგარიშგასაწევი ძალაა და მიუხედავად ასაკში სხვაობისა, ჩერქეზიშვილის გუნდს 18-წლამდელებში
8 მოგება აქვს მოპოვებული და ლიდერთა სამეულშია. ნაკრების წევრებმა რუსთავში ტოლსწორი
ბრძოლა გაუმართეს ცხრილის სათავეში მყოფ „რუსთავს“ და შეხვედრა ბოლო წუთებზე გამოჩენილი
არაორგანიზებულობითა და უყურადღებობის გამო წააგეს.
პირველი ტაიმის შემდეგ 16-წლამდელთა ნაკრები 3 ქულით
იგებდა, დიდი შესვენების შემდეგ კი მასპინძლებმა თამაში გამოაკეთეს და პერიოდის
20:13 მოგების შემდეგ ბოლო მეოთხედის წინ 4 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო ათწუთეულში რუსთაველებმა
შეძლეს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და გამარჯვებას მიაღწიეს – 70:63.
რუსთავეთაგან 22 ქულით ბომბარდირი გიგი გოგობერიშვილი
გახდა, ხოლო ირაკლი წიქარიშვილმა მეტი უნივერსალიზმი გამოავლინა და სამმაგ დუბლამდე
2 ქულა დააკლდა. წიქარიშვილმა 8 ქულა, 24 მოხსნა და 13 პასი მიითვალა. 17 ქულა და
12 მოხსნა მიითვალა გუგა პატაშურმა. ნაკრების შემადგენლობაში 17 ქულითა და 15 მოხსნით
საუკეთესო გოგა ბითაძე იყო. 17 ქულა მიითვალა კოკა ფიფიამაც.