რუსთავმა ფოთს სძლია

რუსთავმა ფოთს სძლია

დღეს რუსთავში 18-წლამდელთა ჩემპიონატის ერთი შეხვედრა
გაიმართა. ,,რუსთავმა” ,,ფოთს” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 93:76 დაამარცხა.

გამარჯვებულთა
რიგებში საუკეთესო 25 ქულით ბექა ჯაჯანიძე გახლდათ, ხოლო ორმაგი დუბლი ჯაბა არაბულმა
მიითვალა – 14 ქულა, 11 მოხსნა. ფოთის გუნდს 38 ქულით კახა ჯინჭარაძემ ულიდერა, ხოლო
18 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გიორგი რუხაიას ანგარიშზეა.