რუსთავმა შსს აკადემიასთან იმარჯვა

რუსთავმა შსს აკადემიასთან იმარჯვა

  თბილისის
სპორტის სასახლეში  18-წლამდელთა  ჩემპიონატის ერთი შეხვედრა ჩატარდა. შსს აკადემიისა
და  ,,რუსთავი 1-ის“  დაპირისპირება საინტერესო გამოდგა.

 პირველივე წუთებიდან
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თამაშის პირველი ნახევარი კი სულაც საყაიმო
ანგარიშით 34:34 დასრულდა.

     მეორე ტაიმი
ორივე გუნდმა შემართებით დაიწყო. მესამე პერიოდში წინ რუსთავის გუნდი გავიდა 5 ქულით.
ბოლო მეოთხედში ,,ქვემოქართლელებმა“  ერთპიროვნული
ლიდერობა მოიპოვეს და  მეტოქეს გალაღების საშუალება
არ მისცეს. საბოლოო ანაგარიში 82:67 დაფიქსირდა რუსთავის სასარგებლოდ.

    მოგებულთა რიგებში 16 ქულითა და 20 მოხსნით, ორმაგი
დუბლი ლევან ურიდიამ შეასრულა. შსს აკადემიის მხრიდან კი 25 ქულითა და 16 მოხსნით არჩილ
პულუზაშვილი გამოირჩა.